ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები საგნობრივ ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
06-03-2025

უთაისის N4 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენებაც წარმატებით შეძლონ.

სწორედ ამ მიზნით, ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადაში, სადაც აქვთ საშუალება, წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და შეიძინონ ის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებლად გამოადგებათ ცხოვრების ახალ-ახალ ეტაპებზე.

ახლახან, ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მათემატიკის ოლიმპიადა „ევერესტში“, სადაც. მიღწეული წარმატებისათვის სერტიფიკატებით, სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ III კლასის მოსწავლეები - ალექსანდრე გელაზონია და ილია სულაკაძე (კლასის ხელმძღვანელი  შორენა ჩაფიძე) და VI კლასის მოსწავლე ნია პავლიაშვილი (მათემატიკის მასწავლებელი სალომე სხულუხია). 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203