„ჩვენ ვზრდით ღირსეულ თაობებს, რომლებიც თამამად უპასუხებენ XXI საუკუნის გამოწვევებს!“-ჭალეს თემის N1 სკოლის მოსწავლეთა განათლებაზე მზრუნველი პედაგოგები
11-03-2025

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით მიმდინარეობს. სასწავლო პროცესი მორგებულია მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებს.

პროფესიონალი პედაგოგებით დაკომპლექტებული გუნდი, დირექტორის ხელმძღვანელობით, ძალ-ღონეს არ იშურებს რომ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცეს. 

პედაგოგები ზრუნავენ მოსწავლეთა სასწავლო შემართებაზე და არაერთ მამოტივირებელ აქტივობას სთავაზობენ. საზეიმოდ დაწყებული სასწავლო წელი ასეთივე შემართებით გრძელდება და მოსწავლეებს უფრო და უფრო მეტ საინტერესო აქტივობასა და ღონისძიებას ჰპირდება. 

„ჩვენ აღვზრდით ღირსეულ თაობებს, რომლებიც თამამად უპასუხებენ 21-ე საუკუნის გამოწვევებს!“,- ასეთია პედაგოგთა დაპირება, რომელსაც პირნათლად ასრულებენ. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...