
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის N1 საჯარო სკოლა გამორჩეულია პროფესიონალი და ღვაწლმოსილი პედაგოგებით.
მათ შორის არიან - ვალია უბილავა და დინარა კვარაცხელია, რომელთა ღვაწლი საზეიმოდ აღინიშნა. პედაგოგები მრავალწლიანი ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისთვის არიან დაჯილდოებული.
პედაგოგები მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დაჯილდოვდნენ. მასწავლებლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი - ალექსანდრე წულაძე და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი - ირაკლი ზარქუა შეხვდნენ.
სკოლაში ახარებთ, პრედაგოგთა შრომისა და ღვაწლის დაფასება.
„კარგი მასწავლებელი სანთელს ჰგავს - ის თავის თავს მოიხმარს სხვებისთვის გზის გასანათებლად“,- მადლობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრს“,- აღნიშნავს პედაგოგი მანონი ანთელავა.
იხილეთ ფოტოები: