
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო პროექტში აქტიურად მონაწილეობენ.
ახლახან, საქართველოს საპატრიარქოს ახლგაზრდული ცენტრის ინიციატივით, სკოლა-გიმნაზიაში გაიმართა კონკურსის - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ სარაიონო ტური.
კონკურსში მონაწილეობდნენ თბილისის N142 საჯარო სკოლის გუნდი „ტაო“, დედოფლისწყაროს წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის გუნდი „გორგასლიანი“, თამარ მეფის სახელობის სკოლა- გიმნაზიის გუნდი „არსიანი“.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა ჩართულობა არაფორმალური განათლების პროექტებში წახლისებული და მხარდაჭერილია, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება.
იხილეთ ფოტოები: