საქართველოს საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა მოსწავლეებს წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატები და დიპლომი გადასცა
06-03-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია მოსწავლეებს ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას აძლევს. ცოდნასა და შესაძლებლობებს კი მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსში წარმატებით წარმოაჩენენ. 

პარაკლისის შემდეგ, სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ „კინგსის“ ოლიმპიადის 2024 წლის შემოდგომის სეზონის გამარჯვებულ მოსწავლეებს სერტიფიკატები გადასცა.

ქართული ენის ოლიმპიადაში  თავი ისახელეს:

  • მეჰრბოდ ნოროუზმა;
  • გაბრიელ საძაგლიშვილმა.

მათემატიკის ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ:

  • მეჰრბოდ ნოროუზი;
  • ადა თოდუა;
  • გაბრიელ ხუბულავა;
  • გიორგი იმერლიშვილი.

ინგლისური ენის ოლიმპიადაში კი წარმატებით იასპარეზეს:

  • ქეთევან ბრეგვაძემ;
  • გიორგი იმერლიშვილმა;
  • ანასტასია ერგეშიძემ;
  • ანამარია ხომერიკმა. 

ასევე, გაბრიელ ხუბულავას გადაეცა „ოქროს დიპლომი“ ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე თებერვლის შემაჯამებელი ტესტის წარმატებით გავლისთვის.

აღსანიშნავია, რომ სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგების მხარდაჭერით, აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203