ბეჟანოს საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ლიტერატურული ღონისძიება ჩატარდა
06-03-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ბეჟანოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში.

პროფესიონალი პედაგოგები ცდილობენ, ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და ამისთვის სხვადასხვა სახის აქტივობას ატარებენ.

ახლახან. ბეჟანოს საჯარო სკოლის სომხური ენის მასწავლებელმა, ისკუი ეღუნიანმა დიდი სომეხი პოეტის, ჰოვანეს თუმანიანისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარა, რომელშიც მე-3 და მე-6 კლასების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ისაუბრეს თუმანიანის ცხოვრებაზე, წარმოადგინეს საინტერესო ფაქტები მისი ბიოგრაფიიდან, ასევე წაიკითხეს ლექსები და ესეები, ხოლო მოგვიანებით დაწყებით კლასებს შორის ჩატარდა კითხვის კონკურსი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები.

ღონისძიებამ დიდი მოწონება დაიმსახურა და რაც მთავარია, მასში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის შემეცნებითი აღმოჩნდა.


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203