ჭალეს თემის N1 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა 
07-03-2025

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავნ. მათ ჩართულობას სხვადასხვა კონკურში კი ახალისებენ. 

ახლახან, სკოლაში ჩატარდა გუნდური ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“.

თამაში საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა. გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები, რომლებიც მუნიციპალურ კონკურსში იასპარეზებენ. 

„დიდი მადლობა თითოეულ მონაწილეს და გამარჯვებულ გუნდებს“,- აღნიშნავს პედაგოგი მანონი ანთელავა და მოსწავლეებს შემდეგ ეტაპზე წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203