
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის N1 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა საწავლო შემართებასა და აკადემიურ მოსწრებაზე აისახება.
ახლახან, სკოლის მოსწავლეები - მარი ჯომიდავა, დიმა შონია და ლინდა უბილავა საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის კომპიუტერებით დაჯილოვდნენ.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და ახალგაზრდებს უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ განათლების მიღება.
„ჭალის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს - მარი ჯომიდავას, დიმა შონიას და ლინდა უბილავას ვულოცავ ამ მონაპოვარს და წარმატებებს ვუსურვებ ცხოვრების გზებზე! მადლობა, წალენჯიხის რესურსცენტრს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს“,- აღნიშნავს პედაგოგი მანონი ანთელავა.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები: