დავით გურამიშვილის სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღე განსაკუთრებულად იზეიმეს.
დაწყებითი კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, სკოლაში ლამაზი ღონისძიება გაიმართა (მუსიკის მასწავლებელი-ნანა ჯაში).
ბავშვებმა დედებს სიმღერით, ლექსებით და კლასში დამზადებული მისალოცი ბარათებით მიულოცეს დღესასწაული.
მოსწავლეებმა დედის როლსა და ამაგს ხოტბა შეასხეს და ყველაზე ძვირფას ადამიანებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
„ღონისძიება განსაკუთრებული და ემოციური იყო... ჩვენი პატარა მოსწავლეები ძალიან ბედნიერები იყვნენ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: