კატნატუს საჯარო სკოლის მოსწავლეთა ფერადი ნამუშევრები და ხალისით შესწავლილი საგაკვეთილო თემა 
06-03-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კატნატუს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა, ხელოვნებისადმი ინტერესი წახალისებულია. 

ახლახან, შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშესაწყოლბად, მე-4 კლასის მოსწავლეებმა საინეტრესო აქტივობა შეასრულეს. 

ხელოვნების გაკვეთილზე თემა - ქანდაკება - „წვრილი პლასტიკა“ მოსწავლეებმა პრაქტიკული აქტივობით შეისწავლეს. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს ქანდაკების შექმნის ოსტატობაზე, სინატიფეზე. 

ბავშვებმა საკითხი შეისწავლეს, შემდეგ კი წარმოადგინეს თავიანთი ფერადი ნამუშევრები.

სასწავლო პროცესს მასწავლებელი სუსან დარბინიანი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203