
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს.
მე-3 კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ფ.ცაკაშვილი), ყოველთვის მხიარულები, ღიმილიანები, გამორჩეულები, ამჯერად დედის დღესთან დაკავშირებით მომზადებული ღონისძიებით წარდგნენ აუდიტორიის წინაშე.
მოსწავლეები სცენიდან მოეფერნენ დედიკოებს (და არა მარტო მათ), ლექსებით, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით მოიწონეს თავი და ხოტბა შეასხეს დედებისა და ბებიების ამაგს.
„ნამდვილად შთამბეჭდავი, დაუვიწყარი ლამაზი დღე გვაჩუქეს საყვარელმა ბავშვებმა“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა.
იხილეთ ფოტოები: