დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით გამორჩეული ქართული ენისა და ლიტერატურის ღია გაკვეთილი
06-03-2025

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ და გაკვეთილებს სხვადასხვა მეთოდით უმრავალფეროვნებენ.

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა  -  თამარ ჩაკვეტაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე - ვაჟა-ფშაველას „კაი ყმა“. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილის მიზანი იყო ლექსის თემისა და იდეის განსაზღვრა, იდეალური კაი ყმის სახის ჩამოყალიბება, წინაპრებისა და აწმყოში მცხოვრები ვაჟკაცების შედარება, რითმის სახეების გარკვევა და გმირის იდეალის ზოგადი სახის ჩამოყალიბება.

გაკვეთილი გამოირჩეოდა მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით. 

მოსწავლეებმა ვაჟას „კაი ყმის“ თვისებების მიხედვით შექმნეს ანბანი და თითოეულ ასოს შეუსაბამეს ღირსეული ვაჟკაცის თვისებები.

ასევე, მოსწავლემ შექმნა „კაი ყმის“ გერბი, რომელზეც ასახულია ვაჟას კაი ყმასთან დაკავშირებული თითოეული სიმბოლო, აქტივობა ძალიან განსხვავებული, ვიზუალურად და შინაარსობრივად საინტერესო გამოვიდა.

ლექსის იდეიდან გამომდინარე შეიქმნა „კაი ყმის“ „ათი მცნება“, რომელიც გვასწავლის და მოგვიწოდებს ვიყოთ მართალი და მამაცი სულით შემკულნი მუდამ.

სასწავლო პროცესს დაესწრო ხარისხის მართვის ჯგუფი, რომელმაც გაკვეთილი დადებითად შეაფასა 

„წარმატებას და ბევრ საინტერესო-შემეცნებით გაკვეთილს ვუსურვებთ თამარ მასწავლებელს ჩვენს მოსწავლეებთან ერთად“,-აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203