ხულგუმოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა ძვირფასი საჩუქარი დედებს 
06-03-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი გაჯერებულია მოსწავლეთა მამოტივირებელი და განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებებით. აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები.

რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედის დღე. 

ბავშვებმა დედებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს. 

მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით ხოტბა შეასხეს დედის როლსა და ამაგს და ყველაზე ძვირფას ადამიანებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.

ბავშვებმა ასევე, თემატური ნახატები და დეკორატიული ყვავილები შექმნეს  და დედებს მათი დღე დიდი სიყვარულით მიულოცეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203