ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში ველური ბუნების დაცვის საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღინიშნა
05-03-2025

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში ველური ბუნების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

შეხვედრაზე ეკო-კლუბის წევრებმა კლუბის ხელმძღვანელთან ერთად ველური ბუნების დაცვის მნიშვნელობაზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

ველური ბუნების მსოფლიო დღე 2013 წლიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით 3 მარტს აღინიშნება.

შეხვედრაზე კლუბის წევრებმა ისაუბრეს წითელი წიგნისა და წითელი ნუსხის შესახებ. წითელი წიგნი არის სპეციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს გადაშენების პირას მყოფი მცენარეებისა და ცხოველების ჩამონათვალს. წითელ წიგნში შეყვანილი სახეობები გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევა და აღინიშნება მათი საფრთხის დონე, რაც საშუალებას გვაძლევს დავიცვათ ბუნების ბიომრავალფეროვნება.

მოსწავლეებმა იმსჯელეს რომ წითელი წიგნის საერთაშორისო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც ბიომრავალფეროვნების დაცვის საჭიროებაზე მიანიშნებს. ყურადღება გაამახვილეს ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილებზე. შეხვედრაზე აგრეთვე განხილული იყო საქართველოს დაცული ტერიტორიები. მოსწავლეებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...