დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკო-კლუბ „მწვანე მომავლის“ წევრებმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს
05-03-2025

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკო-კლუბ „მწვანე მომავლის“ წევრები აგრძელებენ თანატოლებში საგანმანათლებლო ტიპის აქტივობების შესრულებას და აქტიურად თანამშრომლობენ ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან.

ეკო-კლუბის აქტივისტებმა, ლიზი ჭაღალიძემ და ნინი საგინაძემ საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს ბიომრავალფეროვნების შესახებ და მოსწავლეებს დედამიწაზე არსებული მცენარეთა და ცხოველთა სახეობები გააცნეს, ამასთან იმსჯელეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცხოველებისა და მცენარეების დაცვა და მათი პოპულარიზაცია.

შეხვედრაზე ეკო-სკოლის მოსწავლეები, დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ და ისაუბრეს ადამიანის, როგორც დადებითმა, ისე უარყოფითმა დამოკიდებულებამ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ბიომრავალფეროვნებაზე.

ეკო-კლუბის წევრებმა, მოსწავლეებს მისცეს საშუალება ბიომრავალფეროვნების სახელმძღვანელოში მათთვის სასურველი მცენარეები და ცხოველები გაეფერადებინათ და ესაუბრათ რატომ შეარჩიეს ისინი. ამასთან, მოსწავლეებისათვის საინტერესო იყო გასცნობოდნენ „სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკას“ ემუშავათ მასზე. შეხვედრა ინფორმაციულად იყო და მოსწავლეებმა ცოდნასტან ერთად და სასარგებლო რჩევებიც მიიღეს, რაც უკუკავშირისას გამოჩნდა.

შეიძლება ვთქვათ, რომ შეხვედრის მთავარი მიზანი, მოსწავლეებისთვის გაეცნოთ დედამიწაზე არსებული მცენარეთა და ცხოველთა სახეობები, რაც ცნობიერების დონის ამაღლებას შეუწყობდა ხელს ნამდვილად შესრულებულია.

აღსანიშნავია ისიც, რომ სამოქმედო გეგმის მიხედვით ამ მიმართულებით მრავალფეროვანი აქტივობები აქვს ეკო-კლუბს დაგეგმილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203