ნაგომარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა ინტელექტუალურ ეკოკონკურსში წარმატებით იასპარეზა - „დედამიწელებმა“ ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს
06-03-2025

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა არაფორმალური განათლების პროექტებში მხარდაჭერილი და წახალისებულია. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და სხვადასხვა პროექტში წარმატებით მონაწილეობენ. 

22 იანვარს, გურიის მხარის სკოლების მოსწავლეებისათვის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, გაიმართა ინტელექტუალური თამაშების ჩემპიონატი ეკოლოგიასა  და სატყეო განათლებაზე, სადაც ნაგომარის სკოლის გუნდმა „დედამიწელებმა“ წარმატებით იასპარეზა. 

22 გუნდს შორის „დედამიწელებმა“ თავი გამოიჩინეს, 15 ქულიდან 12 დააგროვეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.

გაიცანით გამარჯვებული გუნდი -  გუნდის კაპიტანი - ნანა ნინიძე, წევრები: იოანა დოლიძე, საბა ჯინჭარაძე, გიორგი ცხომელიძე, ნიკოლოზ სოსელია, ლილე ჯამბურიძე, ლაზარე დოლიძე, ჯაბა ბერსელაძე.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203