ნაგომარის საჯარო სკოლაში ქართული დოკუმენტური ფილმის ჩვენება-განხილვა გაიმართა 
05-03-2025

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე. 

„დავითობასთან“ დაკავშირებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან ფილმის “გააგრძელე საქართველოს ისტორია” ჩვენება-განხილვა გაიმართა.

აქტივობა მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა. მოსწავლეებმა მეფეთ-მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და აღნიშნეს წმინდანად შერაცხული მეფის ღვაწლი ქართველი ერის წინაშე. 

დავით აღმაშენებლის ხსენების დღე 8 თებერვალს აღინიშნება. წელს სახელოვანი მეფის გარდაცვალებიდან 900 წელი გავიდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203