
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ.
გამონაკლისი არც გაზაფხულის პირველი დღესასწაული - დედის დღე ყოფილა.
სკოლაში მუშაობს რადიო, რომლის საქმიანობაში მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი. სწორედ სკოლის „რადიოეთერით“ მულოცეს მოსწავლეებმა დედებს მათი დღესასწაული.
მე-2 კლასის მოსწავლეებმა თამატური სიმღერები შეასრულეს, მე-7 კლასელმა სვეტლანა აროიანმა ლექსი წაიკითხმა მხატვრულად, მე-12 კლასელმა მკრტიჩ ანტანოსიანმა კი სიმღერით შეასხა ხოტბა დედის ღვაწლსა და ამაგს.
მილოცვა მართლაც ორიგინალური გამოვიდა, დედებს კი დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.
იხილეთ ვიდეოები: