
თბილისის N12 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით. მოსწავლეები არა მხოლოდ იღებენ ხარისხიან საგნობრივ განათლებას, არამედ ჩართულნი არიან სხვადასხვა პროექტში. ამ გზით, აქტიური პედაგოგები მათ მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ.
ამის ნათელი მაგალითია - ორი საინტერესო ქართულის გაკვეთილი და შემეცნებითი პროექტი - „ვისწავლოთ წიგნთან მუშაობა“, რომელიც მე-3ბ კლასში ხორციელდება.
მოსწავლეებმა ამჯერად მარკ ტვენის - „ტომ სოიერის თავგადასავალი“ აირჩიეს. პედაგოგ თამუნა ხიზანიშვილთან ერთად მე-3 კლასელები დიდ სარეკლამო წიგნს ქმნიან დაინტერესებული მკითხველებისთვის.
„მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ჩვენს სკოლაში მასწავლებლები მხოლოდ სასკოლო პროგრამით არ შემოიფარგლებიან, მრავალ საინტერესო სიახლეებს გვთავაზობენ და ზოგად განათლებას იღებენ მოსწავლეები“,- გვეუბნებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: