ჯიგრაშენის საჯარო სკოლის მოსწავლებმა დედებს 3 მარტი ლამაზი ღონისძიებით მიულოცეს 
05-03-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგანმანათლებლო, საზეიმო თუ გასართობი ღონისძიებებით ანებივრებენ. მოტივირებული მოსწავლეები კი სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან. 

მოსწავლე-მასწავლებლები მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ. გამონაკლისი არც გაზაფხულის პირველი დღესასწაული - დედის დღე ყოფილა. 

მე-5 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენის მასწავლებლის - ხათუნა ხითაროვისა და დამრიგებლის - შუშან ეზეკიანის ხელმძღვანელობით, ლამაზი ღონისძიება გამართეს. 

ბავშვებმა დედებს 3 მარტი მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით მიულოცეს - მხატრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და საცეკვაო ნომრები. 

ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქა. 

„ყველანი ძალიან გახარებულნი და აღფრთოვანებულნი იყვნენ და მადლობა გადაუხადეს ხელმძღვანელებს“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...