
ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ პედაგოგები გარდა იმისა, რომ მოსწავლეებს აძლევენ ხარისხიან განათლებას, პატარებს გრძნობებისა და ემოციების გამოხატვას ასწავლიან.
სითბოსა და სიყვარულის გამოსახატავად კი დედის დღე საუკეთესო დროა.
სკოლა „ორნატის“ პირველკლასელებმა, დამრიგებლის - მზია ბარამაძის ხელმძღვანელობით, ყველაზე ძვირფას ადამიანებს დაუვიწყარი სურპრიზი მოუწყვეს და ლამაზი გრძნობები გაუზიარეს.
„პატარა ხელებით შექმნილ ან ნაშრომში დიდი მონდომება და მცდელობა აქვთ ჩადებული ჭიკჭიკა მერცხლებს, დიდი სიყვარულით გვინდოდა დედიკოებისთვის სიურპრიზის გაკეთება, მაგრამ დიდთოვლობამ ხელი შეგვიშალა, თუმცა, ვფიქრობ მაინც გამოგვივიდა, დღეს დედების დღეა, გილოცავთ დედიკოებო, ბედნიერ დედობას გისურვებთ, ძალიან გვიყვარხართ“,- აღნიშნავს პედაგოგი და ვიდეოს გვიზიარებს.
იხილეთ ვიდეო