თბილისის N142 საჯარო სკოლის გუნდმა ინტელექტუალური კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა
05-03-2025

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ჩატარდა ინტელექტუალური კონკურსი, სარაიონო ტური - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თბილისის N142 საჯარო სკოლის გუნდმა. 

გუნდი შედგებოდა როგორც ქართული, ისე რუსული სექტორის მე-10 და მე -11 კლასის მოსწავლეებისგან. 

„ჩვენი სკოლის გუნდის „ტაოს“ წევრები: კაპიტანი - ანა მოსიაშვილი, ნანიკო გუჯაბიძე, ანა ჩხაიძე, ქეთი ბეროზაშვილი, ლევან ჩოჩია და მია ლაფაჩი.

მათ კონკურსში მეორე ადგილი დაიკავეს. 

სკოლის დირექტორმა დეკანოზმა მირიან სამხარაძემ მონაწილეებს და პირველი-მეორე ადგილის მფლობელი გუნდის კაპიტნებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. 

ვულოცავთ მათ შემდეგ ეტაპზე გადასვლას და ვუსურვებთ წარმატებებს.

სკოლის დირექტორმა დეკანოზმა მირიან სამხარაძემ სიმბოლურად ხატები გადასცა მონაწილეებს, კაპიტნებს კი ლექსების წიგნი უსახსოვრა.

როგორც დეკანოზმაც აღნიშნა, საჯარო სკოლიდან ასეთი ძლიერი გუნდი, სადაც არ ისწავლება რელიგია ძალიან სასიხარულოა“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203