საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო ჩატარდა
05-03-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მარინა ტოხიშვილის ინიციატივით ჩატარდა დედის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო - IV კლასის მოსწავლეების მონაწილეობით. 

ღონისძიება იყო  განსაკუთრებული და ემოციური. ბავშვებმა გამოხატეს უდიდესი  სიყვარული და პატივისცემა დედებისადმი.

შემოქმედებითი მიდგომა:

მოსწავლეების მიერ ქართველი კლასიკოსების ლექსებისა და წერილების წაკითხვა იყო შესანიშნავი საშუალება, რომ  გაეცნოთ და გაეანალიზებინათ დედის არსი ქართულ ლიტერატურაში.

ნინო ბიბილურის აკომპანიატორობით შესრულებული მუსიკალური ნომრები საღამოს კიდევ უფრო მეტ სილაღესა და ემოციურობას მატებდა.

ბავშვებმა შესანიშნავად წარმოაჩინეს დეკლამაციური ნიჭი, რაც განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია დარბაზში მყოფი დედების.

ღონისძიება იყო ორგანიზებული, რაც აისახა  გულთბილ და ამაღლებულ ატმოსფეროში.

სკოლის დირექტორის, ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელის დასწრება ღონისძიებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა.

ღონისძიების დასასრულს,  მოსწავლეების მიერ შექმნილი  ნამუშევრები სასაჩუქრე შეფუთვითა და ყვავილების თაიგულით გადაეცათ მშობლებს.

მარინა ტოხიშვილის მიერ ორგანიზებული ლიტერატურული საღამო იყო წარმატებული და დასამახსოვრებელი ღონისძიება, რომელმაც აჩვენა მოსწავლეების სიყვარული და პატივისცემა დედებისადმი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203