იორმუღანლოს საჯარო სკოლის მასწავლებლები ისტ-ის ტრენინგებს ესწრებიან
20-06-2018
იორმუღანლოს საჯარო სკოლის მასწავლებლები ტრენინგს, სახელწოდებით -„ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“- საგარეჯოში ესწრებიან.
ტრენინგის მიზანია ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით საქართველოს სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, რაც ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების შესაბამისად სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ხელს შეუწყობს.
ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეები ეცნობიან და სწავლობენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა:
სასწავლო პროცესში ისტ-ის გამოყენების ფორმები და მნიშვნელობა; მასწავლებლის კომპეტენციები ისტ-ის გამოყენების სფეროში; სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები და საინფორმაციო ტექნოლოგიები; სასწავლო პროცესის ძირითადი ერთეულები (გაკვეთილი, თემატური; ერთეული, თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი); გაკვეთილის ორგანიზების ძირითადი საფეხურები: დაგეგმვა, მომზადება, წარმართვა, შეფასება და გაკვეთილის სამფაზიანი მოდელი (ABC).
ტრენინგის ხანგრძლივობა 32 საკონტაქტო საათია. ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ და კრედიტქულა მიენიჭებათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია