თბილისის N31 საჯარო სკოლაში ლიტერატურული საღამო გაიმართა, რომელიც მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა
05-03-2025

თბილისის N31 საჯარო სკოლაში ანა კალანდაძის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად პოეზიის საღამო ჩატარდა.

საზეიმოდ აღინიშნა ანა კალანდაძის 100 წლის იუბილე ჩვენს  სკოლაში. მესამე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული საღამო, რომელიც მიეძღვნა ქართული პოეზიის ლეგენდას - ანა კალანდაძეს და მის შემოქმედებას.

ბავშვებმა გაიხსენეს საინტერესო ფაქტები ანას ბიოგრაფიიდან და გულწრფელი სიყვარულითა და დიდი ემოციით წაიკითხეს მისი გამორჩეული ლექსები, რამაც მსმენელში აღფრთოვანება და მოწონება გამოიწვია, საღამო დაუვიწყარ მოგონებად აქცია და  კიდევ ერთხელ დაადასტურა ანა კალანდაძის პოეზიის მარადიული ხიბლი. 

გთავაზობთ ფოტოებს ღონისძიებიდან: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203