ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში π-ის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მათემატიკის კვირეული დაიწყო
05-03-2025

ქუთაისის №4 საჯარო სკოლაში დაიწყო π-ის (პი) საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მათემატიკის კვირეული, რომლის ინიციატორია სკოლის მათემატიკის მასწავლებელი სალომე სხულუხია.

მოსწავლეებმა სპეციალურ სემინარზე მოისმინეს საინტერესო და შთამაგონებელი ლექცია π-ის (პი) წარმოშობის, მნიშვნელობისა და მრავალმხრივი გამოყენების შესახებ. ლექციის შემდეგ მოსწავლეებმა პრაქტიკული დავალებების ფარგლებში რიგი გაზომვები შეასრულეს, რის შედეგადაც დაადგინეს π-ის რიცხვითი მნიშვნელობა.

ღონისძიებას ესწრებოდა სკოლის დირექტორის მოადგილე, ბატონი ბექა ძოწენიძე, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა როგორც მოსწავლეთა აქტიურობას, ასევე ლექციის შინაარსსა და პედაგოგის სწავლების ინოვაციურ მიდგომებს.

ღონისძიებამ ნათლად წარმოაჩინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში მათემატიკური აზროვნების განვითარება და მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვიძება. მოსწავლეებმა შეძლეს ამ რთული მათემატიკური ცნების სიღრმისეული გაგება და მისი მნიშვნელობის შეცნობა.


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203