2025 წლის გზამკვლევი საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
05-03-2025
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის გზამკვლევი გამოაქვეყნა.


მასში მოცემულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი, დეტალური ინფორმაცია გამოცდის ფორმატის, ტესტის სტრუქტურის, საგამოცდო დროისა და შეფასების სისტემის შესახებ. 
 
გაითვალისწინეთ, რომ გზამკვლევში სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი მუდმივად განახლებადია და საბოლოო სახით სექტემბრის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება ვებგვერდზე www.naec.ge. 

საქართველოს ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ნებისმიერ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების აუცილებელი პირობაა თითოეული მსურველის მიერ სულ მცირე ორი გამოცდის ჩაბარება.

ეს გამოცდებია: საერთო სამაგისტრო გამოცდა (სსგ) და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დანიშნული გამოცდა/გამოცდები (გამოცდა სპეციალობაში, გამოცდა უცხოურ ენაში და სხვ.). 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...