იდლიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს 3 მარტი ორიგინალური ბარათებით მიულოცეს
05-03-2025

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს. 

სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა, დედიკოებს, მათ მიერ დამზადებული, ლამაზი ბარათებით მიულოცეს  დედის დღე.

აღსანიშნავია, რომ აქტივობა პატარებს ქართული ენა/ლიტერატურისა და ხელოვნების მასწავლებელმა - ანიკო (ესმა) იოსელიანმა შესთავაზა. 

პატარები აქტივობას მეტად შემოქმედებითად მიუდგნენ და ორიგინალური ბარათებიც დაამზადეს. 

აღსანიშნავია, რომ იდლიანის საჯარო სკოლის მზრუნველი და მოსიყვარულე მასწავლებლები სითბოსა და სიყვარულის გაზიარებას პატარებსაც აქტიურად ასწავლიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203