„ადამიანის სხეულის უნიკალურობა – გენებიდან პიროვნებამდე“ - ხარების საჯარო სკოლაში ინოვაციური კონფერენცია გაიმართა
05-03-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარების საჯარო სკოლის მოსწავლეები ბიოლოგიას მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლობენ. პედაგოგი სწავლებისას ხშირად მიმართავს საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის ხარისხზე აისახება. 

ახლახან, ბიოლოგიის პედაგოგის - თეა შაინიძის ხელმძღვანელობით, მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა გამართეს ინოვაციური და შემოქმედებითი კონფერენცია, თემაზე - „ადამიანის სხეულის უნიკალურობა – გენებიდან პიროვნებამდე“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები გენეტიკაზე, პიროვნულ განვითარებასა და ადამიანის სხეულის საოცრებებზე, ასევე ტექნიკასთან დააკავშირეს ორგანოები, საინტერესო მაგალითებით შექმნეს კედლის გაზეთები, სადაც ვიზუალურად წარმოაჩინეს სხეულის უნიკალურობა.

აქტიურად ჩართულმა მოსწავლეებმა აუდიტორიას შთამბეჭდავი პრეზენტაციები და ინოვაციური იდეები გაუზიარეს, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ბიოლოგია საინტერესო და მრავალფეროვანი საგანია.

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...