
თბილისის N28 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას არაფორმალური განათლების პროექტებში ახალისებენ. მოტივირებული მოსწავლეები კი აქტიურობით გამოირჩევიან და სხვადასხვა კონკურსში ხალისითა და დიდი შემართებით მონაწილეობენ.
მათ, შორისაა მე-5 კლასის მოსწავლე შიო ჩიქოვანი, რომელმაც „კინგსის“ 2024 წლის შემოდგომის სეზონის მათემატიკის ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზა.
მოსწავლე ახლახან წარმატების დამადასტურებელი დიპლომით დაჯილდოვდა.
შიო ჩიქოვანის პედაგოგი მარინა მაჭავარიანი გახლავთ, რომელიც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: