თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეები საგნობრივ ოლიმპიადებში მონაწილეობისთვის ემზადებიან
05-03-2025

თბილისის N28 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა ჩართულობას არაფორმალური განათლების პროექტებში ახალისებენ. მოტივირებული მოსწავლეები კი სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ. 

ამჟამად, მოსწავლეები „ევერესტისა“ და „კინგსის“ ოლიმპიადებში მონაწილეობისთვის ემზადებიან. 

აღსანიშნავია, რომ სკოლის პედაგოგები ზრუნავენ მოსწავლეთა არა მხოლოდ საგნობრივ განათლებაზე არამედ მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე. ამ მიზნით კი ბავშვებს არაფორმალური განათლების პროექტებს ხშირად სთავაზობენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203