ხაჩკოვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჰოვანეს თუმანიანის შემოქმედება „გააცოცხლეს“ 
05-03-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მანძილზე არაერთი საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შესაძლებლობების განვითარებასა ემსახურება. 

ახლახან, სკოლაში ცნობილი სომეხი მწერლის ჰოვანეს თუმანიანის დაბადების დღე აღინიშნა. წელს, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 156 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღთან ერთად მოსწავლეებმა იზეიმეს წიგნის ჩუქების დღეც. 

მოსწავლეებმა ცნობილი სომეხი მწერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს, მის შემოქმედებას ხოტბა შეასხეს და მისი ცნობილი პოემა „ანუში“ დადგეს. 

ღონისძიება დასრულდა ტრადიციულად, ერთმანეთისთვის წიგნის ჩუქებით. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203