„დედის ღიმილი მოხატული აპრილებია“ - ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მე-8 კლასელთა შთამბეჭდავი ლიტერატურული დილა და დედებისთვის გაზიარებული ემოციები
05-03-2025

გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მზრუნველი და მოსიყვარულე პედაგიგები ამ ლამაზი გრძნობების გაზიარებისკენ მოსწავლეებსაც მოუწოდებენ. 

„დედის დღე, ერთ-ერთი უსაყვარლესი დღესასწაულია ყველა შვილისთვის და ამ დღეს დედისთვის სიხარულის მინიჭება შვილების ერთ-ერთი საზრუნავია. რა ჯობია იმის ყურებას, როგორ აუკიაფდება თვალებში სიხარულის ცრემლი დედას, როდესაც სხვადასხვა აქტივობებით შვილი თანაკლასელებთან და კლასის დამრიგებელთან ერთად მიულოცავს ამ ლამაზ დღეს“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

მიუხედავად იმისა, რომ უამინდობის გამო, ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილი იყო, მერვე კლასის მოსწავლეებმა კლასის დამრიგებლის ელისო ვეკუას ხელმძღვანელობით მოახერხეს მოემზადებინათ ლიტერატურული დილა - „დედის ღიმილი მოხატული აპრილებია“.

მათ დედები მიიწვიეს სკოლაში. ლამაზად მორთულ საკლასო ოთახში, სასიამოვნო მუსიკის ფონზე ერთმანეთს ცვლიდნენ ვაჟები, გოგონები და დედებს ეფერებოდნენ ლამაზი სიტყვებითა და ლექსებით.

დედებს განსაკუთრებით მოეწონათ აქტივობები: „დედას დავხატავ“ (ბავშვების ნახატებიდან დედებს უნდა ამოეცნოთ საკუთარი პორტრეტი), „დედაჩემზე ყველაფერი ვიცი“ (მასწავლებლის კითხვებს მოსწავლეები პასუხობენ წერილობით, დედებთან პასუხების სისწორე გადამოწმდა ზეპირი გამოკითხვით), „ფოტო-მოგონებები“( დედებს უნდა გაეხსენებინათ ჩვილობის დროინდელი ფოტოების გადაღების სიტუაციები).

„ეს ლამაზი ღონისძიება იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ მკაფიოდ იყო გამოკვეთილი მშობლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლის თანამშრომლობა, რაც ხელს უწყობს ბავშვის პიროვნულ ზრდა-განვითარებას“,- დასძენენ სკოლაში და მადლობას უხდიან პედაგოგ ელისო ვეკუას ღონისძიების მოწყობისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203