მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლის მოსიყვარულე მასწავლებლები, ამ ლამაზი გრძნობის გაზიარებას მოსწავლეებსაც ასწავლიან.
დედის დღესთან დაკავშირებით, დაწყებითი სკოლის მასწავლებელმა - აიდა კარიმოვამ მე-3 კლასის მოსწავლებთან ერთად, მისალოცი ვიდეორგოლი ჩაწერა.
ბავშვებმა, პედაგოგის ხელმძღვანელობით, დედებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს და 3 მარტი დიდი სიყვარულით მიულოცეს.
მე-3 კლასელებმა ასევე დიდი სიხარულით დაამზადეს სიმბოლური საჩუქრები.
დედებისთვის შვილების გულწრფელი გზავნილები ემოციური მოსასმენია.
იხილეთ ვიდეორგოლი: