თბილისის N64 საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ არა მხოლოდ მოსწავლეთა საგნობრივ განათლებაზე, არამედ მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე. ბავშვების ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა თუ პროექტში ახალისებენ.
ახლახან, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ გაზაფხულის სეზონის პირველი, შიდასასკოლო ტური გაიმართა.
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, სულ წარმოდგენილი იყო 38 გუნდი.
მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო თამაში აჩვენეს და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
სკოლაში მოსწავლეებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და თითოეულ გუნდს წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: