მულახის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ლუკა ლუხუტაშვილმა საქართველოს 2025 წლის ჩემპიონატზე ჭაბუკ მოკრივეთა შორის მესამე ადგილი დაიკავა
04-03-2025

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებას. სკოლაში ყოველთვის ცდილობენ გამოყონ და აღნიშნოს ის მოსწავლეები, რომლებიც დაკავებულნი არიან სპორტის სხვადსხვა სახეობით და ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევენ. 

ამჯერად სკოლა სიამაყით გვაცნობს ლუკა ლუხუტაშვილს, რომელმაც საქართველოს 2025 წლის ჩემპიონატზე ჭაბუკ მოკრივეთა შორის მესამე ადგილზე გავიდა.

„მისი შრომა, მონდომება და წარმატება დღეს დაფასდა. ეს მხოლოდ დასაწყისია – წინ დიდი გამარჯვებებია! ვამაყობთ შენი მიღწევებით, ლუკა“, - აღნიშნულია სკოლის მიმართვაში.

იხილეტ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203