კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა
04-03-2025

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლის მოსწავლეს „კინგსის“ ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისთვის ვერცხლის მედალი გადაეცა.

„კლდის საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე  მათე ბლუაშვილმა წარმატებით იასპარეზა „კინგსის“ 2023 წლის შემოდგომის სეზონის მათემატიკის ოლიმპიადაზე. მოიპოვა საპრიზო მეორე ადგილი და გადაეცა ვერცხლის მედალი.

„კინგსის“ ადმინისტრაციამ მათე დააჯილდოვა ვერცხლის მედლითა და ლიგის მოწმობა/დიპლომით.

სკოლის დირექცია და მთელი სასკოლო საზოგადოება დიდი სიხარულით ვულოცავთ მათეს დამსახურებულ წარმატებას, ვუსურვებთ ბედნიერ და საამაყო მომავალს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 


იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203