
გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მოსწავლეთა მამოტივირებელი და განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებებითაა დახუნძლული. აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები.
რასაკვირველია, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დედის დღე.
სკოლაში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით - „დედა გაზაფხულია!“. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. მხატვრულად წაიკითხეს თემატური ლექსები, შეასრულეს სიმღერები და დედების როლსა და ამაგს ხოტბა შეასხეს.
მოსწავლეებმა ყველაზე ძვირფას ადამიანებს დღესასწაული დიდი სიყვარულით მიულოცეს და მათ დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
იხილეთ ფოტოები: