ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყლის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებითა და ინიციატივებით, აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები.
მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე. მოსწავლეებმა ხოტბა შესხეს საქართველოს ერთიანობისთვის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლ ქვეყნისათვის თავდადებულ მეფეს და ისაუბრეს მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.
ღონისძიება მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. მათ დავით მეფის 32- წლიანი მოღვაწეობის „ოქროს ხანა“ გააცოცხლეს და პატივი მიაგეს მის ხოვნას. აღნიშნეს მისი ღვაწლი და დამსახურება შთამომავლობის, ერის, სამშობლოს წინაშე.
დავით აღმაშენებლის ხსენების დღე 8 თებერვალს აღინიშნება. წელს მისი გარდაცვალებიდან 900 წელი გავიდა.
იხილეთ ფოტოები: