ეფრემოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მშობლიური ენის საერთაშორისო დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
05-03-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად ეხმაურებიან მნიშვნელოვან-თარიღებსა და მოვლენებს. რა თქმა უნდა, მათი ყურადღების მიღმა არ დარჩენილა მშობლიური ენის დღე. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს მშობლიური ენის დღის მნიშვნელიბაზე, ენის შენარჩუნებას და თაობიდან თაობაზე გადაცემის აუცილებლობაზე. 

მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად და დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ მასწავლებლების მიერ წინასწარ მომზადებულ ჯგუფურ აქტივობებში.

მოსწავლეებმა ნათლად გაიაზრეს ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების მნიშვნელობა და საკითხის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს.

21 თებერვალი – მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი იუნესკომ 1999 წელს დააწესა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203