თბილისის N14 საჯარო სკოლაში შემოქმედი მოსწავლის - მარიამ სხირტლაძის ნახატები გამოიფინა 
04-03-2025

თბილისის N14 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებული და მხარდაჭერილია. მათი ესთეტიკური ხედვის, ნიჭისა და უნარების განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

ამჟამად, სკოლის დირტექტორის - მაკა გიორგაძის ხელშეწყობით, სკოლაში გამოფენილია მარიამ სხირტლაძის ნახატები. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მარიამი 5 წლიდან ხატავს, თვითნასწავლია, მაგრამ აპირებს მხატვრობა პროფესიონალურად შეიწავლოს, მისი საყვარელი მხატვარია ვან გოგი, საყვარელი ნახატი კი მზესუმზირები.

ახლახან, შემოქმედი მოსწავლე Art I სამხატვრო „სტუდია მე“-ს დირექტორის - რუსუდან ჯანჯალაშვილის ხელშეწყობით, ცნობილ მხატვრებს შეხვდა. სტუდიის დირექტორმა სტუდიის ბავშვებს გია ბუღაძესთან და შალვა ფაჩოშვილთან შეხვედრა მოუწყო. მხატვრებმა ბავშვებისთვის მასტერკლასი ჩაატარეს და მოსწავლეთა ნამუშევრები სიამოვნებით დაათვალიერეს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...