გორელოვკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მშობლიური ენის დღე აღნიშნეს
04-03-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით. მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად აღნიშნავენ მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს. 

ახლახან, სკოლაში მშობლიური ენის დღე აღინიშნა.

ღონისძიება მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. 

მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. 

21 თებერვალი - მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი იუნესკომ 1999 წელს დააწესა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით. 2000 წლის თებერვლიდან მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203