
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში, სწავლა სხვადასხვა აქტივობებით და ღონისძიებებით მიმდინარეობს.
ამჯერად მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა ადგილობრივი სომხური ენის აქსანნა მიქაელიანის ხელმძღვანელობით მშობლიური ენის დღისადმი საინტერესო ღონისძიება ჩაატარეს. ეს ღონისძიება ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 21 თებერვალს მიუძღვნეს, რომელია იუნიესკომ აღიარა, როგორც მშობლიური ენის საერთაშორისო დღე.
მოსწავლეებმა მშობლიურ ენაზე წაიკითხეს ლექსები, წარმოთქვეს სხვადასხვა სიტყვები მშობლიური ენის შესახებ. იმღერეს და ისაუბრეს მშობლიური ენის არსსა და მნიშვნელობაზე
აღსანისნავია, რომ ასეთი ღონისძიებები ხშირად ეწყობა ალათუმანის საჯარო სკოლაში.
იხილეთ ფოტო: