
ახალქალაქის N2 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებს მიმართავენ. მათ შორის მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით სარგებლობს პროექტებით სწავლება.
ახლახან, სკოლის დირექტორმა - ანაიდ აბგარიანმა, რომელიც ამავე სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელია, მე-11ა კლასში განახორციელა პროექტი სახელწოდებით - „სახელმწიფოს დახასიათება: გეოგრაფიული მდებარეობა, ისტორია, ეკონომიკა, კულტურა და ტრადიციები“.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ესპანეთისა და სამხრეთ კორეის შესახებ. მათ ასევე წარმოადგინეს თემატური ხელნაკეთობები.
პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა. ესპანეთისა და სამხრეთ კორეის გეოგრაფიული მდებარეობის, ისტორიის, ეკონომიკის, კულტურისა და ტრადიციების შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს.
იხილეთ ფოტოები: