დაშბაშის საჯარო სკოლის პედაგოგ ლუსინე კალიჩიანს მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისთვის სერტიფიკატი გადაეცა
04-03-2025

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლის პედაგოგები კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ხშირად ესწრებიან სხვადასხვა ტიპის კონფერენციებს. იგებენ სწავლობენ და ნერგავენ ახალ მიდგომებს.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ამჯერად, პედაგოგმა ლუსინე კალიჩიანს გადაეცა სერტიფიკატი, Teachers Community Georgia გუნდის მიერ ორგანიზებული მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისთვის.

კონფერენციის თემა იყო „ხარისხიანი განათლება“.

„საქართველოს მასწავლებელთა საზოგადოება არის საგანმანათლებლო გლობალური ორგანიზაცია, საქართველოს მასწავლებელთა საზოგადოება არ არის მხოლოდ ჯგუფი; ეს არის მოძრაობა ყველა ქართველი მასწავლებლის გაერთიანებისათვის. ჯგუფის მიზანია: სწავლების მხარდაჭერა, გამოცდილების გაზიარება, განათლების ტენდენციების განხილვა და ურთიერთდახმარების უზრუნველყოფა“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის მიერ გავრცელებულ წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203