ჯავშანიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღესთან დაკავშირებით ფერადი ფურცლებისგან ყვავილები და მისალოცი ბარათები დაამზადეს
04-03-2025

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ჯავსანიანის საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად ცდილობენ მოსწავლეებისთვის სასწავლო გარემო საინტერესო სახალისო და მიმზიდველი გახადონ, აღნიშნული მიზნის მისაღწევად კი სხვადსხვა ტიპის აქტივობებს ატარებენ. 

ამჯერად ხელოვნების პედაგოგის ინიციატივითა და მისი დახმარებით მოსწავლეებმა დედის დღისთვის დაამზადეს დეკორაციები ფერადი ფურცლებისგან. დაამზადეს ყვავილები და ბარათები, რომელიც შემდგომ დედებს გადასცეს. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი და მოტორული უნარების განვითარებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...