ხიზაბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც მუნიციპალურ თამაშებში გაიმარჯვეს, ასპინძის მერმა სპორტული ფორმებით დაასაჩუქრა
04-03-2025

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეები ასპინძის მერმა მატონ როსტომ მაგრაქველიძემ, სპორტული ფორმებით დაასაჩუქრა.

„27 თებერვალს ხიზაბავრის საჯარო სკოლა საპატიო სტუმრებს მასპინძლობდა. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიისა და რესურსცენტრის წარმომადგენლები გვესტუმრნენ ასპინძის მერის, მატონ როსტომ მაგრაქველიძის ხელმძღვანელობით.

ასპინძის მერიამ „საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024-2025“-ის მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებულ მძლეოსან გოგონებისა და ვაჟების გუნდებს სპორტული ფორმები გადასცა საჩუქრად.

გამარჯვებული გუნდები უახლოეს მომავალში „სპორტული ოლიმპიადა - 2025“-ის რეგიონულ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას. ბატონმა მერმა მიულოცა მოსწავლეებს გამარჯვება და მომავალი წარმატებები უსურვა. განსაკუთრებული მადლობა მერს ჩვენი სკოლისა და სოფლის გვერდში დგომისა და მხარდაჭერისათვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203