ჟდანოვის საჯარო სკოლაში მამებისა და დედებისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა
04-03-2025

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლაში პედაგოგთა ინიციატივიტ არაერტი საინტერესო ღონისძიება იმართება. 

ამჯერად, მესამე კლასის დამრიგებლის, გრეტა ჰაროსიანის ინიციატივით, მამებისა და დედებისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა, რომელიც მოსწავლეებისთვის დღესასწაულად იქცა.

სკოლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ღონისძიება განსაკუთრებით ემოციური და ამაღელვებელი იყო მშობლებისთვის. პატარების მიერ შესრულებული ლექსები და სიმღერები დაუვიწყარ მოგონებად იქცა თითოეული იქ მყოფისთვის. მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით სახალისო იყო საცეკვაო ნომერი. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203