ხეოთის საჯარო სკოლის მოსწავლის მხატვრულად წაკითხული კოლაუ ნადირაძის ლექსი და 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკულ მოვლენებს მიძღვნილი პრეზენტაცია 
04-03-2025

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის საჯარო სკოლაში 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

სკოლის მოსწავლე იოანე მაზმიშვილმა, მოამზადა საინტერესო პრეზენტაცია და მხატვრულად წაიკითხა კოლაუ ნადირაძის ლექსი - „25 თებერვალი“. მან სასკოლო საზოგადოებას გააცნო 25 თებერვლის ისტორია და ომის გმირები, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობას და რომელთა სახელებსაც ისტორია არასდროს დაივიწყებს.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპუციის დღეა. 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შემოიჭრა, ქალაქი აიღო და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა.

იხილეთ ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203