
ახალქალაქის N2 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სასწავლო მეთოდი მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა.
ახლახან, სკოლის დირექტორმა, ანაიდ აბგარიანმა, რომელიც ამავე სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელია, მე-11ბ კლასში განახორციელა პროექტი სახელწოდებით - „სახელმწიფოს დახასიათება: გეოგრაფიული მდებარეობა, ისტორია, ეკონომიკა, კულტურა და ტრადიციები”.
პროექტი მეტად საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის საფრანგეთისა და ჩინეთის შესახებ.
მე-11 კლასელებმა აღნიშნული ქვეყნების გეოგრაფიული მდებარეობა, ისტორია, ეკონომიკა, კულტურა და ტრადიციები შეისწავლეს, საკითხის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს. შესწავლილი ინფორმაციას კი პრეზენტაციაში მოუყარეს თავი, რომელიც მეტად შთამბეჭდავად წარიმართა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა გარდა თეორიული ცოდნისა, აღნიშნული ქვეყნების ტრადიციები და სამზარეულო წარმოადგინეს.
იხილეთ ფოტოები: